• "თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ"

    დღეს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის თანამშრომლებმა სისხლის უანგარო დონაცია განახორციელეს და შეუერთდნენ სისხლის ჩაბარების აქციას...
    "თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ"
  • Microsoft-ის ინჟინრების ვიზიტი

    21-23 თებერვალს, IT სისტემების განვითარების მხარდაჭერის ფარგლებში, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში სტუმრად იმყოფებოდნენ  Microsoft-ის ინჟინრები ბულგარეთის ოფისიდან...
    Microsoft-ის ინჟინრების ვიზიტი
  • სკოლებში კოდირების კლუბები ინერგება

    საქართველოს 10 საპილოტე სკოლაში, კოდირების (პროგრამირების) კლუბების დანერგვის საპილოტე პროექტი მიმდინარეობს.....
    სკოლებში კოდირების კლუბები ინერგება
  • კონკურსი საუკეთესო კონცეფციის შექმნაში "კრეათონი"

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, გამართეს კონკურსი „კრეათონი“
    კონკურსი საუკეთესო კონცეფციის შექმნაში "კრეათონი"

საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოფენა

26-09-2016
24 სექტემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის ფარგლებში, (Edu tech) საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოფენა გაიხსნა, რომელსაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად საჯარო სკოლის მოსწავლეები და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები დაესწრნენ.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ფესტივალზე წარმოდგენილი იქნა ახალი პროდუქტი, ელექტრონული ჟურნალი, რომლის შექმნის მთავრი მიზანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე პროცესების ეფექტური მენეჯმენტის უზრუნველყოფაა.

ელექტრონული ჟურნალი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის საინფორმაციო სისტემის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც 2015 წლის იანვრიდან ამოქმედდა და წარმატებით დაინერგა საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

ელექტრონული ჟურნალი მოიცავს დასწრებისა და შეფასების აღრიცხვის, ნიშნების ნახვის, კალკულაციისა და გამოცდების მოდულებს. სისტემა ასევე, ითვალისწინებს სპეციალურ მოდულს მოსწავლის მშობლისთვის, რომელიც საშუალებას მისცემს მათ რეალურ დროში მიადევნონ თვალი შვილების შეფასებებს, გაცდენებს, იხილონ ინფორმაცია სახელმძღვანელოების, საგაკვეთილო განრიგის, დავალებების შესახებ, ჰქონდეთ კომუნიკაცია დამრიგებელთან, საგნის მასწავლებლებთან და ა.შ.

ელექტრონული ჟურნალის დანერგვის პირველი ეტაპის ფარგლებში, 2016-2017 სასწავლო წლიდან  სისტემით სარგებლობის შესაძლებლობა მატერიალური ჟურნალის პარალელურად 400-მდე საჯარო სკოლას ექნება.

გამოფენაში აგრეთვე მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა კომპანიებმა, როგორიცაა ჯეოლაბი, ინტელი, ლენოვო, ჯეოსელი, Educare Georgia, Microsoft, Kings, UGT;  ასევე მონაწილეობდა მასწავლებლის სახლი, სტუ, IT აკადემია, შპს დაზგა, ორიენტ ლოჯიკი, LEGO Education, სულ 15 ორგანიზაცია, რომლებმაც დამთვალიერებლებს საკუთარი საგანმანათლებლო რესურსები წარმოუდგინეს.