მისია და სტრატეგია

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) 2012 წელს შეიქმნა. 

EMIS-ის მისიას  წარმოადგენს განათლების სფეროში თანამედროვე ინფორმაციულ – საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა, ახალი ელექტრონული მართვის სისტემებისა და ბაზების შექმნა, მათი მონიტორინგი/შეფასება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ასევე პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების გზით, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება/გადამზადება. 

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სტრატეგიას წარმოადგენს საგანმანათლებლო სივრცეში, თანამედროვე საინფორმაციო – საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის გზით, ხელი შეუწყოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამართულ ფუნქციონირებას.