მიზნები

სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიზანს წარმოადგენს:

  • საქართველოს განათლების სისტემაში ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის გამართვა;
  • თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა, მათი მონიტორინგი და შეფასება;
  • პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება;
  • საჯარო სკოლის დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაციაში გატარებისა და მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვის უზრუნველყოფა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში აღრიცხვა;
  • დაინტერესებულ პირთა მომზადება-გადამზადება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • პროფესიული პროგრამების, აგრეთვე მოსამზადებელი ზოგადსაგანმანათლებლო, ქართული ენისა და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება.

სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ფუნქციას წარმოადგენს:

  • ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარება;
  • თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა;
  • განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების, მათ შორის, სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შედეგების კვლევა;
  • განათლების სისტემის ძირითადი ინდიკატორების შემუშავება;