მიზნები
სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიზნები
მისიის შესასრულებლად, მართვის სისტემის მიზანია, საქართველოს განათლების სისტემაში:
- ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება და სასწავლო პროცესში მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
- მართვის საინფორმაციო სისტემების განვითარება;
- გადაწყვეტილების მიღების პროცესების ინფორმაციული უზრუნველყოფა;
- საგანმანათლებლო სტატისტიკის წარმოება და გავრცელება.
სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ფუნქციები
მართვის სისტემის ფუნქციებია:
- მოსწავლეთა მშობლების, სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვა;
- განათლების განვითარების ხელშეწყობა მართვის პროცესების დროული, რელევანტური და ზუსტი ინფორმაციული უზრუნველყოფით;
- საქართველოს განათლების სისტემაში არსებული ელექტრონული მონაცემების შეგროვების, შენახვის და ადმინისტრირების უზრუნველყოფა, მათ შორის ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემების შექმნა, დანერგვა და ადმინისტრირება;
- სწავლა/სწავლების პროცესში ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა;
- პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის ელექტრონული რეგისტრაციის პროცესის უზრუნველყოფა;
- სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, სრული ზოგადი განათლებისა და საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების – ატესტატებისა და ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტის – სერტიფიკატის და მათი დუბლიკატების გასაცემად მონაცემთა ბაზების ფორმირება;
- სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, პროფესიული განათლების დიპლომისა და სახელობო განათლების სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემა;
- სამინისტროში და მის სისტემაში შემავალ ერთეულებში, ასევე აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროსა და მათ სისტემაში შემავალ ორგანოებში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის და ელექტრონული ხელმოწერის სისტემის დანერგვა;
- საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის პროცესში სამინისტროს მიერ დადგენილი წესით მონაწილეობა;
- მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური ენა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის ცენტრალიზებულად ელექტრონული ფორმით ჩატარება;
- მის კომპეტენციაში შემავალი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.