სტუდენტთა ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოვება
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საზოგადოებრივ კოლეჯში გაიმართა პროფესიულ სტუდენტთა ოლიმპიადა სამი მიმართულებით:
- ვებ პროგრამირება;
- კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება;
- სამგანზომილებიანი გრაფიკა 3D MAX.
ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს მიესალმა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი – ლაშა ვერულავა, უფროსის მოადგილემ – მამუკა ჯანჯალიამ, განაცხადა რომ, ოლიმპიადის ჩატარების მიზანს წარმოადგენდა მართვის სისტემის სასწავლო პროცესის სტიმულირება – სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესების გაღვივება, სამართლიანი, ობიექტური და გამჭვირვალე შეფასების სისტემის გამოყენებით ნიჭიერი პროფესიული სტუდენტის გამოვლენა და წახალისება.
2015 წლის ოლიმპიადის სტუდენტები დასაჩუქრდნენ ტექნიკის სასაჩუქრე ვაუჩერებით. ნომინაციაში „წლის ყველაზე კრეატიული ნამუშევარი“ სამახსოვრო სიგელით და სასაჩუქრე ნაკრებით დაჯილდოვდა გრაფიკოსი სალომე მანიჟაშვილი.