ტალინის პოლიტექნიკური კოლეჯის 100 წლის იუბილე

13-11-2015
6-7 ნოემბერს, საზოგადოებრივი კოლეჯის "განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის" ხელმძღვანელი  ლაშა ვერულავა  და  სასწავლო პროცესის დაგეგმვის სამსახურის თანამშრომლები,   იმყოფებოდნენ ესტონეთში, ტალინის პოლიტექნიკური კოლეჯის 100 წლის იუბილეზე. იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა სემინარი-საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმძღვანელი, ლაშა ვერულავა  დამსწრე საზოგადოების წინაშე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა, ხოლო კოლეჯის წარმომადგენელმა დიანა გახარიამ  კოლეჯებს შორის არსებული პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის შედეგების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა.

ორ საზოგადოებრივ კოლეჯს შორის მრავალწლიანი წარმატებული პარტნიორობის ფორმატში, კონფერენციაზე მხარეებმა პროფესიული განათლების კუთხით, პროექტების ფარგლებში მიღწეული შედეგები, პროფესიულ განათლებაში არსებული გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
სემინარს  ასევე ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის განათლების სექტორის წარმომადგენლები.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვიზიტი  ტალინის პოლიტექნიკურ კოლეჯში  ნაყოფიერად  და შედეგიანად  დასრულდა. ასევე   სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში, გამოიკვეთა არაერთი აქტივობა და საფუძველი ჩაეყარა სხვადასხვა ქვეყნებთან თანამშრომლობას.