მიზნები

სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიზნები

მისიის შესასრულებლად, მართვის სისტემის მიზანია, საქართველოს განათლების სისტემაში:

  • ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება და სასწავლო პროცესში მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • მართვის საინფორმაციო სისტემების განვითარება;
  • გადაწყვეტილების მიღების პროცესების ინფორმაციული უზრუნველყოფა;
  • საგანმანათლებლო სტატისტიკის წარმოება და გავრცელება.

სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ფუნქციები 

მართვის სისტემის ფუნქციებია:

  • მოსწავლეთა მშობლების, სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვა;
  • განათლების განვითარების ხელშეწყობა მართვის პროცესების დროული, რელევანტური და ზუსტი ინფორმაციული უზრუნველყოფით;
  • საქართველოს განათლების სისტემაში არსებული ელექტრონული მონაცემების შეგროვების, შენახვის და ადმინისტრირების უზრუნველყოფა, მათ შორის ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემების შექმნა, დანერგვა და ადმინისტრირება;
  • სწავლა/სწავლების პროცესში ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა;
  • პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის ელექტრონული რეგისტრაციის პროცესის უზრუნველყოფა;
  • სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, სრული ზოგადი განათლებისა და საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების – ატესტატებისა და ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტის – სერტიფიკატის და მათი დუბლიკატების გასაცემად მონაცემთა ბაზების ფორმირება;
  • სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, პროფესიული განათლების დიპლომისა და სახელობო განათლების სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემა;
  • სამინისტროში და მის სისტემაში შემავალ ერთეულებში, ასევე აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროსა და მათ სისტემაში შემავალ ორგანოებში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის და ელექტრონული ხელმოწერის სისტემის დანერგვა;
  • საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის პროცესში სამინისტროს მიერ დადგენილი წესით მონაწილეობა;
  • მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური ენა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის ცენტრალიზებულად ელექტრონული ფორმით ჩატარება;
  • მის კომპეტენციაში შემავალი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.