დირექტორობის მსურველთა ტესტირების ეტაპი დასრულდა

დირექტორობის მსურველთა  ტესტირების ეტაპი დასრულდა

21-22 აგვისტოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სკოლის დირექტორობის სერტიფიცირების პროცესის ტესტირების ეტაპი წარმატებით განხორციელდა.

ტესტი შედგებოდა თემატურად დაჯგუფებული 92 კითხვისგან და მუშაობისათვის განსაზღვრული იყო 4 საათი. ქულათა მაქსიმალური რაოდენობა შეადგენდა 120-ს. კონკურსანტი, რომელმაც დააგროვა მაქსიმალურ ქულათა 60% გადადის გასაუბრების ეტაპზე .

ტესტირება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ტექნიკური მხარდაჭერით განხორციელდა.