განისაზღვრა 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ვადები:

განისაზღვრა 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ვადები:
06/30/2023
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ:  

განისაზღვრა 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ვადები:

დაწესებულებების მიერ მობილობის წესით მისაღები სტუდენტების ადგილების რაოდენობის მართვის სისტემაში ელექტრონულად წარმოდგენის ვადა - 2023 წლის  03 აგვისტოდან  - 2023 წლის 11 აგვისტოს ჩათვლით.
 
სახელოვნებო-შემოქმედებითი-სასპორტო კონკურსის შედეგების, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში,  ელექტრონული ფორმით წარმოდგენა - არაუგვიანეს 2023 წლის 04 სექტემბრისა. 

მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონულად ასახვის ვადა განისაზღვრა - 2023 წლის  12 სექტემბრიდან - 2023 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით.
  
 
სტუდენტთა საყურადღებოდ:  
 
მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა - 2023 წლის 21 აგვისტოდან - 2023 წლის 07 სექტემბრის 18:00 საათამდე.
 
მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე (students.emis.ge
 
ყურადღება:  

სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხნენ 2020 და შემდგომი წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და სურთ მობილობით სარგებლობა, უნდა აკმაყოფილებდნენ მიმღები პროგრამის დაშვების წინაპირობებს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სავალდებული საგანი/საგნები (გადალახული უნდა ჰქონდეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი).  

სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტუდენტებს, რომლებიც 2022 წელს ჩაირიცხნენ აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და სტატუსი შეუჩერდათ ან/და შეუწყდათ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-15 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული საფუძვლებით, მობილობის უფლება წარმოეშობათ უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლის ხანგრძლივობის მიუხედავად.

სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველი წინასწარ გადის კონკურსს დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ვადებში მის მიერ დადგენილი წესითა  და პირობებით. სტუდენტმა კონკურსის პირობების შესახებ ინფორმაციის დაზუსტების მიზნით უნდა მიმართოს თავად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. 


 
მობილობის შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება 2023 წლის 11 სექტემბერს