პირველკლასელების რეგისტრაციის ინსტრუქცია

პირველკლასელების რეგისტრაციის ინსტრუქცია
06/07/2023
2023-2024 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 8 ივნისს 9 საათზე დაიწყება და 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე - registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 26 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით განხორციელდება.
იხილეთ რეგისტრაციის ინტრუქცია: პირველკლასელების ინსტრუქცია 10-05.pdf