განისაზღვრა 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ვადები:

განისაზღვრა 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ვადები:
08/03/2022
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ:  

 
•         2022-2023 სასწავლო წლის  შემოდგომის სემესტრის მობილობის ფარგლებში, დაწესებულებების მიერ მობილობის წესით მისაღები სტუდენტების ადგილების რაოდენობის მართვის სისტემაში ელექტრონულად წარმოდგენის ვადა განისაზღვრა - 2022 წლის  02 აგვსიტოდან 2022  წლის 10 აგვისტოს ჩათვლით  
 
•           სახელოვნებო-შემოქმედებითი-სასპორტო კონკურსის შედეგების, მართვის სისტემაში,  ელექტრონული ფორმით წარმოდგენა - 2 სექტემბერი  

•           ხოლო მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონულად ასახვის ვადა განისაზღვრა - 2022 წლის  12 სექტემბრიდან   2022 წლის 22  სექტემბრის ჩათვლით 
  
 
სტუდენტთა საყურადღებოდ:  
 
მობილობის  მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა - 2022 წლის  22 აგვისტოდან  2022 წლის 7 სექტემბრის 18:00 სთ-მდე 
 
მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე (students.emis.ge
 
ყურადღება:  ის სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხნენ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და სურთ მობილობით სარგებლობა, უნდა აკმაყოფილებდნენ მიმღები პროგრამის დაშვების წინაპირობებს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სავალდებული საგანი/საგნები (გადალახული უნდა ჰქონდეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი).  
 
სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველი, ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე, გადის კონკურსს დაწესებულების მიერ დადგენილი წესით. 
 
მობილობის შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება 9 სექტემბერს.