ცხადდება რიგგარეშე მობილობა შპს - ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ ანრის სტუდენტებისათვის

ცხადდება რიგგარეშე მობილობა შპს - ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ ანრის სტუდენტებისათვის
06/23/2021
ცხადდება რიგგარეშე მობილობა შპს - ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ ანრის სტუდენტებისათვის

ზემოაღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის რიგგარეშე მობილობა განხორციელდება გამარტივებული წესით (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N 10/ნ ბრძანების შესაბამისად).

მობილობის პროცესის ადმინისტრირებისათვის არ იქნება გამოყენებული ელექტრონული პორტალი.

სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე 12 ივლისს გამოქვეყნდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ვაკანტური ადგილები.
სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის თაობაზე და წარუდგინონ პირადი საქმის ასლები - 2021 წლის 12 ივლისიდან 20 ივლისის ჩათვლით.

სტუდენტთა რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.
რიგგარეშე მობილობასთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220, ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე:  info@emis.ge