2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთათვის ატესტატების გაცემა იწყება

2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთათვის ატესტატების გაცემა იწყება
06/21/2021
2021 წლის 21 ივნისიდან სრული ზოგადი განათლების ატესტატების საყოველთაო გაცემა იწყება. დაინტერესებულმა პირმა, დოკუმენტების მიღების მიზნით, უნდა მიმართოს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, საზოგადოებრ ცენტრს ან იუსტიციის სახლის ფილიალს. მიმართვა შესაძლებელი იქნება წინასწარი ჯავშნის გარეშე.

სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემას ახორციელებს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებული მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე.

მისამართები იხილეთ ბმულზე: 

http://psh.gov.ge/main/page/7/406- იუსტიციის სახლები
http://www.centri.gov.ge/ge/centers - საზოგადოებრივი ცენტრები