პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებულ პირთა საყურადღებოდ!

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებულ პირთა საყურადღებოდ!
08/27/2020
პროფესიული განათლების მიღების მსურველ პირთა ტესტირება 2020 წლის 5-6 სექტემბერს დილის 09:00 საათზე დაიწყება.
 
პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებულმა პირმა, ტესტირების საგამოცდო ბარათის მისაღებად უნდა მიმართოს სარეგისტრაციო ცენტრს. ონლაინ რეგისტრირებულ აპლიკანტს საგამოცდო ბარათი შეუძლია ამობეჭდოს ვებ-გვერდიდან: https://vet.emis.ge/#/


რეგისტრირებული აპლიკანტის საგამოცდო ბარათში პერსონალურ მონაცემებთან ერთად, მითითებულია:
  • საგამოცდო ცენტრი, რომელშიც პირი აბარებს ტესტირებას 
  • ჩასაბარებელი პროფესიული უნარების ტესტი და საგანი/საგანთა ჯგუფი
  • ტესტირების ჩატარების თარიღი
  • ტესტირებაზე რეგისტრაციის დაწყების დრო
ტესტირებაზე აპლიკანტმა თან უნდა იქონიოს:  
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • საგამოცდო ბარათი 
  • პირბადე და კალამი
სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელია აპლიკანტმა  მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (ჯამური ქულის 25%-ზე მეტი) გადალახოს.

პროფესიული ტესტირების წინა დღეს, ონლაინ რეჟიმში  ჩატარდება საცდელი ტესტირება,სადაც  აპლიკანტს საშუალება ექნება ყოველგვარი შეფასების გარეშე ივარჯიშოს და მოსინჯოს საკუთარი შესაძლებლობები. პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. 

ტესტის ნიმუშები იხილეთ ბმულზე https://naec.ge/#/ge/post/2219