განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასა და  ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
05/19/2020
დოკუმენტს ხელი მოაწერეს  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დირექტორმა, დიმიტრი ბერიძემ და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტის აღმსრულებელმა დირექტორმა, გიორგი გვასალიამ.





  • მემორანდუმი ითვალისწინებს საგანმანათლებლო სფეროში ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის, ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას. 

  • მხარეები აქტიურად ჩაერთვებიან სხვადასხვა ღონისძიების, სემინარების დაგეგმვასა და ორგანიზებაში. 

  • თანამშრომლობის ფარგლებში,  1 ივნისს ანტი-ბულინგის დღისადმი მიძღვნილი ონლაინ კონფერენცია ჩატარდება. 

  • ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტი არის გამოცდილი ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტების, ექსპერტების და იურისტების მიერ დაფუძნებული

 ორგანიზაცია,რომლის მიზანია ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სფეროში, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების აქტიურად დანერგვა, საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება, რეკომენდაციების მომზადება და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება.