სამუშაო შეხვედრა ელექტრონული ჟურნალის დანერგვის შესახებ

სამუშაო შეხვედრა ელექტრონული ჟურნალის დანერგვის შესახებ
12/06/2019
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ და სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა  გამართეს სამუშაო შეხვედრა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. საუბარი შეეხებოდა ელექტრონული ჟურნალის შექმნას, საჯარო სკოლებში დანერგვასა და განვითარებას. 

 ელექტრნული ჟურნალი ონლაინ სკოლა, რომელიც ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში დაინერგება საქართველოს საჯარო სკოლებში, შემუშავებულია მასწავლებლების, მშობლების, მოსწავლეებისთვის, დირექტორებისთვის და ზოგადი განათლების მართვისა და განვითარებაში ჩართული რგოლებისთვის. 

პროექტის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სკოლას გაუმარტივოს მოსწავლის დასწრების და შეფასების წარმოება, ხოლო მშობლისთვის მყისიერად ინფორმაციის მიწოდებით გაზარდოს მათი ჩართულობა სასწავლო პროცესში.