მოკლევადიანი პროფესიული პროგრამების მომზადება-გადამზადების რეგისტრაცია

მოკლევადიანი პროფესიული პროგრამების მომზადება-გადამზადების რეგისტრაცია
05/15/2019
  • 2019 წლის 15 მაისს, 09:00 საათიდან იწყება აპლიკანტთა რეგისტრაცია პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების პროგრამებზე - ვებ-გვერდზე www.vet.emis.ge

  • პირველ ეტაპზე, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამებს განახორციელებენ საგანმანათლებლო დაწესებულებები, სახელმწიფოს დაფინანსებით, სამშენებლო და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.  

  • თბილისში, აჭარაში და სამეგრელო-ზემო სვანეთში არსებულ სახელმწიფო საგანამანთლებლო დაწესებულებებში, პროგრამები განხორციელდება კერძო სექტორთან თანამშრომლობით. ამ ეტაპზე პროგრამების განხორციელებაში ჩართულები არიან: შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისი", სამშენებლო კომპანია „შპს ანაგი", „შპს რუსთავის ფოლადი“, „სს ნიკორა ტრეიდი“, „შპს მადაგონი 2“ ,,შპს ორბი ჯგუფი ბათუმი", ,,შპს დს კონსტრაქშენ", „შპს ბი აი ემ ჯი“ და სხვა.  

  • პროგრამებზე დაშვების წინაპირობები და სხვა დამატებითი, დეტალური ინფორმაციის მიიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე  www.vet.emis.ge  აღნიშნულ ელექტრონულ პლატფორმაზე, მუდმივად განთავსდება ინფორმაცია  ახალი პროგრამების და მათზე რეგისტრაციის ვადების შესახებ.