შეხვედრა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან

 შეხვედრა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან
11/14/2018
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმძღვანელმა დიმიტრი ბერიძემ, აზიის განვითარების ბანკის სოციალური მიმართულების ექსპერტებს - იუკო სარვის, ჰიტენდრა პილაის და გიორგი ლუარსაბიშვილს უმასპინძლა.
  
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა განათლების სისტემის სხვადასხვა უწყებებთან შეხვედრა და ამის საფუძველზე განათლების სისტემის განვითარებისა და ტექნიკური დახმარების პროგრამის შემუშავება.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიღწევები და გამოწვევები და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის სავარაუდო მიმართულებები და პრიორიტეტები. 

შეხვედრას ასევე ესწრებოდა სტატისტიკის სამსახურის პროექტების მენეჯერი - მარიამ ავალიანი. 

აზიის განვითარების ბანკის მისიის ვიზიტი საქართველოში 8-დან 16 ნოემბრამდე გაგრძელდება.