Microsoft-ის ინჟინრების ვიზიტი

Microsoft-ის ინჟინრების ვიზიტი
02/24/2017
21-23 თებერვალს, IT სისტემების განვითარების მხარდაჭერის ფარგლებში, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში სტუმრად იმყოფებოდნენ  Microsoft-ის ინჟინრები ბულგარეთის ოფისიდან (Kostadin Belishky, ARCHITECT, Bulgaria.  Tihomir Ignatov, ASSC ARCHITECT CEE, Bulgaria). 
    
მათი ვიზიტის მიზანს წარმოადგენს შეაფასონ ჩვენთან IT სისტემების განვითარების დონე, IT-ს „სიმწიფე“, შეისწავლონ ჩვენი არსებული სერვისები, აპლიკაციები, არსებული სერვერული და კლიენტ კომპიუტერების ინფრასტრუქტურა, გაიგონ ჩვენი გამოწვევების შესახებ და შედეგად შეიმუშაონ რეკომენდაციები და 2-წლიანი განვითარების გეგმა.