პროფესიული განათლებისა და დასაქმების რეფორმების ტექნიკური მხარდაჭერა საქართველოში

პროფესიული განათლებისა და დასაქმების რეფორმების ტექნიკური მხარდაჭერა საქართველოში
10/27/2015
მიმდინარე 23 ოქტომბერს, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ მოწვეული ექსპერტები: ოლივერ დისი - პროფესიული განათლების საერთაშორისო ექსპერტი და ჰანს ბეკერსი - შრომის ბაზრის სტატისტიკოსი.

შეხვედრაზე იმსჯელეს ახალი, გაფართოებული მონაცემთა ბაზის შექმნის სტრატეგიის აუცილებლობაზე, რომელიც გააერთიანებს პროფესიული განათლების სფეროსთან დაკავშირებულ ყველა ტიპის მონაცემს.

მომავალ შეხვედრაზე დაგეგმილია ახალი მონაცემთა ბაზის პირველადი დიზაინის წარდგენა და განხილვა.