სკოლის მოსწავლეთა მობილობით დაინტერესებულ პირებს!
მოსწავლეების მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს მიმღებ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული თავისუფალი ადგილების ფარგლებში.
მობილობა დაუშვებელია:
- კალენდარული წლის პირველი სექტემბრიდან 16 სექტემბრამდე;
- სასწავლო წლის დასრულებამდე 30 კალენდარული დღის განმავლობაში;
- მე-12 კლასის მე-2 სემესტრის მიმდინარეობისას.
მობილობით დაინტერესებულმა პირებმა 16 სექტემბრიდან უნდა მიმართონ მიმღებ სკოლას, რომელიც უფლებამოსილია მოახდინოს გასაუბრება მობილობის მსურველთა ჩარიცხვამდე და დაადგინოს ცოდნისა და უნარების თავსებადობა ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან.