პირველკლასელთა მშობლების საყურადღებოდ!

პირველკლასელთა მშობლების საყურადღებოდ!
06/09/2015
პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დღეს, 20:00 საათზე დასრულდება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება  2015 წლის 11 ივნისიდან 21 ივნისის  ჩათვლით.

შეგახსენებთ, რომ პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი 22 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით განხორციელდება სკოლაში, II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის  საფუძველზე.