პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა საორიენტაციო შეხვედრა

პროფესიულ პროგრამებზე  რეგისტრირებულ აპლიკანტთა საორიენტაციო შეხვედრა
10/01/2014
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა.  

შეხვედრის მიზანი იყო დაინტერესებული პირებისათვის წარმოდგენილი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების, პროგრამების, დაფინანსების მოპოვებისა და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

შეხვედრას ესწრებოდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროფესიული ტესტირების კოორდინატორი ქალბატონი თამარ კაკუტია და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი ანა მჭედლიშვილი. მათ რეგისტრირებულ აპლიკანტებს ინფორმაცია მიაწოდეს ტესტირების შესახებ, რომელიც ეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმის ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს.

ასევე გაიმართა პრეზენტაცია განათლების მართვის საინფორმაიცო სისტემასთან არსებული პროფესიული კოლეჯის შესახებ.

გალერეა