საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა შესარჩევი მორიგი კონკურსი იწყება!

საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა შესარჩევი მორიგი კონკურსი იწყება!
02/28/2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა შესარჩევი მორიგი კონკურსის პირველ ეტაპს - სერტიფიცირების პროცესს იწყებს.
დირექტორობის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება 2014 წლის 4 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე (www.directors.mes.gov.ge). ელექტრონული რეგისტრაციის გვერდი გაიხსნება 2014 წლის 4 მარტს

შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საფასური შეადგენს 35 ლარს, რომლის გადახდა შესაძლებელი იქნება ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში (საბანკო რეკვიზიტები).

დირექტორობის მსურველთა რეგისტრაციასა და ელექტრონულ ტესტირებას უზრუნველყოფს სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. საგამოცდო ცენტრებში მსურველები გადანაწილდებიან საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით.
გამოცდები ჩატარდება 29-30 მარტს. გასაუბრებაზე დაიშვება დირექტორობის მსურველი, რომელიც გადალახავს ტესტირებისათვის დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, რაც შეადგენს ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60 პროცენტს. შეფასება მოხდება ტესტის დასრულებისთანავე.