სიახლეები

20-03-2012
19 მარტიდან პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსება იწყება. პროფესიული განათლების მიღების მსურველები სახელმწიფოსაგან 1000 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ და სასურველ სასწავლებელში ისწავლიან.

15-03-2012
20 მარტიდან იწყება მიღება შემდეგ პროფესიულ პროგრამებზე:
ინტერნეტტექნოლოგი (II საფეხური)  
კომპიუტერული გრაფიკოსი (II საფეხური) 
ინფორმაციული ტექნოლოგი (III საფეხური) 
კომპიუტერული ქსელების და სისტემების ტექნიკოსი (III საფეხური) 

კონკურსის ”Imagine Cup” გამარჯვებული გუნდი ავსტრალიაში გაემგზავრება
07-03-2012
საქართველო პირველად იღებს მონაწილეობას Microsoft-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების საერთაშორისო კონკურსში ”Imagine Cup”. კონკურსში გამარჯვებული გუნდი ავსტრალიაში მსოფლიო ფინალზე გაემგზავრება. კონკურსის თემაა სამყარო, სადაც ტექნოლოგია ჩართულია მსოფლიოს აქტუალური პრობლემების მოგვარების პროცესში.

პირველი აპრილიდან სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება!
07-03-2012
პირველი აპრილიდან სასურველ სკოლაში მშობლებს პირველკალსელების დარეგისტრირდება უკვე ინტერნეტით შეეძლებათ. დარეგისტრირების ახალი წესი ყველა დიდ ქალაქში ამოქმედდება.
ამოქმედდა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდი
06-03-2012
2012 წლის იანვარში შეიქმნა განათლებისა და მეცნიერების სამინისიტროს ახალი სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS). EMIS-ის ძირითადად მიმართულებას წარმოადგენს, თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება განათლების სექტორში.

გამოწვევის ყველა მაძიებელს!
06-03-2012
პირველად საქართველოში!  Microsoft-ის ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსი Imagine Cup!
კონკურსის მიზანია ამა თუ იმ გლობალური პრობლემის მოგვარება ტექნოლოგიური გადაწყვეტის გზით.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, განურჩევლად სასწავლებლისა და სპეციალობისა.

სამინისტროს ”განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის” (EMIS) პრეზენტაცია გაიმართა
22-02-2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  ”განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის” (EMIS) ახლადშექმნილი სსიპ-ის სტრუქტურისა და არსებული და სამომავლო პროექტების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.