საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა საყურადღებოდ!

 საჯარო სკოლების დირექტორობის  მსურველთა საყურადღებოდ!
24-07-2013

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა შესარჩევ კონკურსის პირველ ეტაპს - სერთიფიცირების პროცესს იწყებს. დირექტორობის მსურველთა რეგისტრაცია ხორციელდება 2013 წლის 25 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე (www.directors.mes.gov.ge). შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საფასური შეადგენს 35 ლარს. გადახდა შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში.

დირექტორობის მსურველთა რეგისტრაციას და ელექტრონულ ტესტირებას უზრუნველყოფს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. საგამოცდო ცენტრებში მსურველები გადანაწილდებიან საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით. გამოცდები ჩატარდება 21-22 აგვისტოს. კონკურსანტის კომპეტენცია და უნარები წარმატებულად ჩაითვლება, ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60% დაგროვების შემთხვევაში. შეფასება ხდება ტესტის დასრულებისთანავე. ზღვარის გადალახვის შემთხვევაში კონკურსანტს საშუალება ეძლევა გადავიდეს გასაუბრების ეტაპზე.

იხილეთ: