საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსის ტესტირების ეტაპი

08-07-2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა ტესტირება 2013 წლის 10 ივლისს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შენობაში (მისამართი: ფანჯიკიძის #1ა.) მითითებული განრიგის შესაბამისად გაიმართება.

ტესტირებაზე დაშვებულმა კონკურსანტებმა გაითვალისწინეთ, რომ საქართველოს შრომის კოდექსიდან ტესტში შესულ საკითხებში გათვალისწინებულია არსებული საკანონმდებლო ცვლილებები.

ტესტირებაზე დაშვებულმა კონკურსანტებმა თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ტესტის სტრუქტურა