განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტებზე განაცხადების მიღება დაიწყო.

21-06-2013
2011 წელს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ უზრუნველყო საბაზო და სრული ზოგადი განათლების ატესტატებისა და სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატების ბეჭდვა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.

პროგრამა მოიცავს ერთიან ბაზას მოსწავლეებზე, რომელთაც დაძლიეს საბაზო ან სრული ზოგადი განათლების საფეხური.

ატესტატების ავტომატიზირებულმა ბეჭდვამ უზრუნველყო სხვადასხვა შეცდომების მინიმუმამდე დაყვანა, რომლებსაც ადგილი ჰქონდა სკოლის ადმინისტრაციის მიერ ატესტატების ფორმების ხელით შევსების დროს.
სისტემა ასევე იძლევა საშუალებას online რეჟიმში გადამოწმდეს თუ ვის მიერ, როდის იქნა მოთხოვნილი ან გატანილი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა და სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტო უკვე მეორე წელია ერთად მუშაობენ საბაზო და სრული ზოგადი განათლების ატესტატებისა და სრული ზოგადი განათლების სერტიფიკატების გაცემაზე. მართვის სისტემა სკოლებიდან იღებს ინფორმაციას იმ კურსდამთავრებულებზე რომლებმაც დაძლიეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინბული პროგრამა და ჩააბარეს საატესტატო გამოცდები. შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაცია გადამოწმდება დეტალურად. კერძოდ, გადამოწმება ხდება როგორც პიროვნების სახელსა და გვარში ისე სკოლის დასახელების სისწორეში. რის შემდეგაც გადამოწმებული სიები შედის ერთიან საატესტატო ბაზაში, რომელთან წვდომაც აქვს იუსტიციის სახლებს და სამოალაქო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.ასევე, online რეჟიმში დასტურდება განათლების დამადასტურებელ დოკუმენტზე გაკეთებული განაცხადება.

აქედან გამომდინარე 2012-2013 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა სიები მიმდინარე წლის 19 ივნისს შევიდა საატესტატო ბაზაში და იუსტიციის სახლებს 20 ივნისიდან შეუძლიათ განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტებზე განაცხადების მიღება.