სტუდენტური ფასდაკლების ბარათის პრეზენტაცია

სტუდენტური ფასდაკლების ბარათის პრეზენტაცია
11-06-2012
საქართველოს პრეზიდენტი ოზურგეთში, იუსტიციის სახლში სტუდენტებს შეხვდა და მათ სტუდენტური ფასდაკლების ბარათები - „გაიმარტივე ცხოვრება“ გადასცა. მიხეილ სააკაშვილმა მათ ბარათის კონცეფცია და ის შესაძლებლობები გააცნო, რომლითაც თითოეული მათგანი მნიშვნელოვნად გაიმარტივებს ცხოვრებას.

პრეზიდენტის თქმით, ბარათის მეშვეობით, სტუდენტები სხვადასხვა სახის ფასდაკლებით ისარგებლებენ სახელმწიფო სტრუქტურებსა და კერძო კომპანიებში, ტრანსპორტით მგზავრობისას (რკინიგზა, მეტრო, ავტობუსი), ინტერნეტითა და მობილური ტელეფონებით სარგებლობისას, კომპიუტერული ტექნიკის შეძენისას, კულტურულ და გასართობ (კინო, თეატრი, მუზეუმები, წიგნის მაღაზიები და სხვა) ცენტრებში, კვების ობიექტებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებში, ასევე სხვადასხვა ტიპის სავაჭრო დაწესებულებებსა და კომპანიებში.

პროექტი პრეზიდენტის ინიციატივით ხორციელდება და ყველა ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს ფასდაკლების ბარათით სარგებლობის შესაძლებლობა უკვე 2012 წლიდან აქვს. ბარათს სტუდენტები იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში აიღებენ.

სტუდენტური ბარათის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე www.studentcard.ge