საატესტატო გამოცდები online რეჟიმში

საატესტატო გამოცდები online რეჟიმში
21-05-2012

დღეიდან საქართველოს მასშტაბით მე-12 კლასელთა საატესტატო გამოცდების მიმდინარეობას სახლიდან გაუსვლელად,  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ facebook-ის გვერდზე, www.facebook.com/emis.ge, online რეჟიმში შეგიძლიათ უყუროთ. პროცესის გამჭვირვალობისათვის სკოლებში გამოცდების მიმდინარეობას სპეციალურად დამონტაჟებული ვიდეო-კამერები იღებს. Facebook-ის გვერდზე მონაცვლეობით საკლასო ოთახებში დამონტაჟებული ვიდეო-კამერების გამოსახულებას online  რეჟიმში შემოგთავაზებთ.

საატესტატო გამოცდები ე.წ. CAT-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ტარდება. CAT-ის სისტემა გულისხმობს ადაპტირებულ ტესტს ორიენტირებულს მოსწავლის შესაძლებლობაზე. ასეთი ტესტირება მსოფლიოში კარგადაა აპრობირებული თუმცა, საქართველო პირველია, სადაც ასეთი მასშტაბური გამოცდა ცენტრალიზებულად მთელი საქართველოს მასშტაბით, ერთიანი მართვისა და კონტროლის პირობებში უკვე მეორე წელია ტარდება.