საატესტატო გამოცდები 2012 დაიწყო!

საატესტატო გამოცდები 2012 დაიწყო!
21-05-2012
საატესტატო გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. გამოცდა 8 საგანში ტარდება: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა. სკოლის გამოსაშვები გამოცდები საქართველოს 1600-მეტ სკოლაში ჩატარდება.

წელს გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა საატესტატო გამოცდებს online რეჟიმში, ჩვენი ოფიციალური Facebook-ის გვერდის მეშვეობით დააკვირდეთ! http://www.facebook.com/emis.ge.

დილის 9 საათიდან შეგიძლიათ სახლიდან დააკვირდეთ თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოს მასშტაბით 12 კლასელთა საატესტატო გამოცდები. მოგეხსენებათ, რომ პროცესის გამჭვირვალობისათვის სკოლებში გამოცდების მიმდინარეობას სპეციალურად დამონტაჟებული ვიდეო-კამერები იღებს. ჩვენ გვერდზე კი მონაცვლეობით საკლასო ოთახებში დამონტაჟებული ვიდეო-კამერების გამოსახულებას online რეჟიმში შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ საატესტატო გამოცდები ე.წ. CAT-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ტარდება. CAT-ის სისტემა გულისხმობს ადაპტირებულ ტესტს ორიენტირებულს მოსწავლის შესაძლებლობაზე. ასეთი ტესტირება მსოფლიოში კარგადაა აპრობირებული თუმცა, საქართველო პირველია, სადაც ასეთი მასშტაბური გამოცდა ცენტრალიზებულად მთელი საქართველოს მასშტაბით, ერთიანი მართვისა და კონტროლის პირობებში უკვე მეორე წელია ტარდება.