საატესტატო, სამაგისტრო და სასერთიფიკაციო გამოცდების თარიღები ცნობილია

საატესტატო, სამაგისტრო და სასერთიფიკაციო გამოცდების თარიღები ცნობილია
26-04-2012

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლის გამოსაშვები, სამაგისტრო და მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდების განრიგი დაამტკიცა. საატესტატო გამოცდები 21 მაისს დაიწყება და 30 მაისს დასრულდება.




2012 წლის გამოცდების განრიგი:

  • 21 მაისი - ქართულ ენა და ლიტერატურა, ქართული ენა, როგორც მეორე ენა
  • 22 მაისი - უცხოური ენა
  • 23 მაისი - ისტორია
  • 24 მაისი - გეოგრაფია
  • 25 მაისი - ფიზიკა
  • 28 მაისი - ქიმია
  • 29 მაისი - ბიოლოგია
  • 30 მაისი - მათემატიკა
რაც შეეხება საერთო სამაგისტრო გამოცდებს, 12 ივლისს გამოცდა წაკითხულის გააზრებასა და ანალიტიკურ წერაში, ხოლო 13 ივლისს ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობაში ჩატარდება.

2012 წლის მასწავლებლების სასერტიფიკაციო გამოცდები 2 ივლისიდან 19 ივლისამდე გაიმართება.

გამოცდების დეტალური განრიგი:
  • 2,3,4 და 5 ივლისი - უნარები
  • 6 ივლისი- ქართული ენა და ლიტერატურა (VII- XII კლასების)
  • 11 ივლისი - გეოგრაფია, ბიოლოგია, ისტორია, ქიმია, მათემატიკა (მე7-ე -მე12-ე კლასების)
  • 12 ივლისი - დაწყებითი კლასების პედაგოგებისთვის (I –IV კლასები)
  • 13 ივლისი- ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება (I –VI კლასები)
  • 18-19 ივლისი- უცხოური ენები
აღსანიშნავია, რომ 2011-2012 წლის საატესტატო გამოცდებში კომპეტენციის ზღვარი 5.5 იქნება.  გასული წლის მსგავსად, გამოცდები  ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით რვა საგანში ჩატარდება.