IT აკადემიაში იწყება მიღება!

IT აკადემიაში იწყება მიღება!
15-03-2012
20 მარტიდან იწყება მიღება შემდეგ პროფესიულ პროგრამებზე:
ინტერნეტტექნოლოგი (II საფეხური)  
კომპიუტერული გრაფიკოსი (II საფეხური) 
ინფორმაციული ტექნოლოგი (III საფეხური) 
კომპიუტერული ქსელების და სისტემების ტექნიკოსი (III საფეხური) 

მიზანი:

კომპიუტერულ საგამომცემლო სისტემებში პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებელი უნარ–ჩვევები შეძენა. 
კონკურენტუნარიანი სპეციალისტის მომზადება. 

პროგრამები განკუთვნილია:
ნებისმიერი მსურველისათვის, რომელსაც დაძლეული აქვს ზოგადი განათლების საბაზო საფეხური.
ინტერნეტტექნოლოგის
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან: 
  • ვებ-რესურსების სტრუქტურის პროექტირებას, დიზაინის იდეის და კონცეფციის ჩამოყალიბებას; 
  • პროექტის დაგეგმარებასა და მის ეტაპობრივ განხორციელებას; 
  • დიზაინისთვის საჭირო დეტალების: ლოგო, კოლაჟი, ილუსტრაციები, ტექსტური ფენების შექმნას; 
  • ვებ გვერდის ესკიზების შექმნასა და უკვე არსებული მაკეტების (შაბლონების) გადაკეთებას გრაფიკული   რედაქტორების   გამოყენებით;   ვებ   გვერდის   მარკირებას  (xhtml) და სტილების გამოყენებით (css) მის სრულყოფას. 
კომპიუტერული გრაფიკის  პროგრამის  ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან: 
  • ბუკლეტების, ფლაერების, პლაკატების, სარეკლამო ბანერების, სავიზიტო ბარათების და სხვა პოლიგრაფიული ნამუშევრების შემუშავებასა და ბეჭდვისათვის მომზადებას რასტრული და ვექტორული გრაფიკული რედაქტორების საშუალებით; 
  • წიგნების, ჟურნალ-გაზეთებისა და სხვა ბეჭდვითი მასალების დაკაბადონებას. 
ინფორმაციული ტექნოლოგიების  პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან:
  • თანამედროვე კომპიუტერების არქიტექტურას; 
  • კომპიუტერის შიდა კომპონენტების დანიშნულებასა და მახასიათებლებს; 
  • აპარატურული და პროგრამული უსაფრთხოების წესებს; 
  • სტაციონალური და პორტატული კოპმიუტერების მსგავსებასა და განსხვავებას; 
  • პერიფერიული მოწყობილობების გამართვასა და მათი მუშაობის პრინციპებს; 
  • ოპერაციული სისტემის დანიშნულებასა და მუშაობის პრინციპებს; 
  • ოპერაციული სისტემის აპარატურული უზრუნველყოფის მოთხოვნებსა და პლატფორმასთან შესაბამისობის განსაზღვრას; 
  • ოპერაციული სისტემის დაყენებასა და პარამეტრების განსაზღვრას; 
  • ოპერაციული სისტემების გაუმართაობების მიზეზების მოძიებასა და აღმოფხვრას. 
კომპიუტერული ქსელები და სისტემების ტექნიკოსის
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან: 
  • აპარატურული, ქსელური და სისტემური უსაფრთხოების წესებს; 
  • კომპიუტერული ქსელების არსსა და უპირატესობებს; 
  • კომპიუტერული ქსელების არქიტექტურას, ტოპოლოგიის ტიპებსა და მათ უპირატესობებს. 
  • ინფორმაციის გადაცემის აღწერას ქსელური TCP/IP და OSI მოდელების დონეების მიხედვით; 
  • ქსელური აპარატების დანიშნულებასა და ბაზისურ კონფიგურაციას; 
  • ქსელურ რესურსებზე წვდომის განსაზღვრას, ქსელების ოპტიმიზაციასა და ძირითადი უსაფრთხოების დანერგვას; 
  • ოპერაციული სისტემის დანიშნულების, მუშაობის პრინციპებს, დაყენებასა და პარამეტრების განსაზღვრას;
საბუთების მიღება იწარმოებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საინფორმაციო ცენტრში.
ჩარიცხულთა დაფინანსება მოხდება შემდეგი წესით:
გადასახადის 70%-ს აანაზღაურებს სახელმწიფო, დარჩენილ 30% - სტუდენტი,
ხოლო სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის გადასახადს სახელმწიფო სრულად აანაზღაურებს.