დაიწყო ინდივიდუალური მეწარმეების რეგისტრაცია

15-02-2023
  • „ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების, პირველადი რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის პროცესი დაიწყო.

  • ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ახორციელებს „ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიწოდებას და რომელსაც სურს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვება, ვალდებულია დარეგისტრირდეს 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით პირველადი რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში.
  • რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://preschoolregistration.emis.ge/ 

  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე: 2 200 220. გისურვებთ წარმატებებს!