საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირებას!

20-10-2022
  • დირექტორობის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება 2022 წლის 24 ოქტომბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით ვებგვერდზე https://directors.mes.gov.ge/

  • სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობის საფასური შეადგენს 35 ლარს. გადახდა შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში

  • დირექტორობის მსურველთა კომპეტენცია და უნარები წარმატებით დაძლეულად ჩაითვლება ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ის დაგროვების შემთხვევაში

  • პირებს, რომლებიც ტესტირებისათვის დადგენილ მინიმალურ კომპეტენციის ზღვარს გადალახავენ, შესაძლებლობა მიეცემათ, გადავიდნენ გასაუბრების ეტაპზე

  • 24 ოქტომბრიდან დირექტორობის მსურველებს საშუალება ექნებათ, ვებინარის სახით მიიღონ კონსულტაცია ვებგვერდზე https://el.ge/

ცხელი ხაზი: 2 200 220