საინფორმაციო შეხვედრა

24-06-2022
2022 წლის 28 ივნისს 17:00 საათზე გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდის პირველადი რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრა გაიმართება ონლაინ, Microsoft Teams-ის პლატფორმის მეშვეობით. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია შემოუერთდეს  შეხვედრას შემდეგი ბმულის მეშვეობით:


შეგახსენებთ, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2022 წლის პირველ ივლისამდე მოქმედი ყველა საჯარო და კერძო ბაღი, ასევე ყველა ის დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სკოლამდელი აღზრდის პროგრამას, ვალდებულია 2022 წლის პირველი ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში დარეგისტრირდეს ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდის პირველადი რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში.