რიგგარეშე მობილობა შპს სასწავლო უნივერსიტეტი მილენიუმის „ქართულ ენაში მომზადების“ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებისთვის!

15-03-2022
ცხადდება რიგგარეშე მობილობა!  შპს სასწავლო უნივერსიტეტი მილენიუმის „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე“ ჩარიცხული პირებისთვის

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!!!

გამოცხადდა რიგგარეშე მობილობა, შპს სასწავლო უნივერსიტეტი მილენიუმის „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე“  ჩარიცხული პირებისთვის.

დაწესებულების მიერ რიგგარეშე მობილობის გზით მისაღებ სტუდენტთა ადგილების რაოდენობისა და სწავლის საფასურის შესახებ სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ინფორმაციის წარდგენის ვადად განისაზღვრა -2022 წლის 16 მარტიდან 2022 წლის 18 მარტის ჩათვლით.
რიგგარეშე მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების, სამართლებლივი აქტების პროექტების სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში წარდგენის ვადად განისაზღვრა - 2022 წლის 22 მარტიდან  2022 წლის 25 მარტის ჩათვლით.
სტუდენტის რიგგარეშე მობილობით ჩარიცხვის შესახებ დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს ბრძანების გამოცემის ვადად - არაუგვიანეს 2022 წლის 31 მარტი (იხ.ბრძანება).

რიგგარეშე მობილობასთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220, ან მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე:  info@emis.ge