რიგგარეშე მობილობა!
ცხადდება რიგგარეშე მობილობა! სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის „სატრანსპორტო-ლოგისტიკური პროცესების ორგანიზაცია და მართვის“ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისა და სსიპ - სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის „სისხლის სამართლის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!!!
გამოცხადდა რიგგარეშე მობილობა, სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის „სატრანსპორტო-ლოგისტიკური პროცესების ორგანიზაცია და მართვის“ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების და სსიპ - სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის „სისხლის სამართლის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის.
დაწესებულების მიერ რიგგარეშე მობილობის გზით მისაღებ სტუდენტთა ადგილების რაოდენობისა და სწავლის საფასურის შესახებ სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ინფორმაციის წარდგენის ვადად განისაზღვრა -2021 წლის 24 ნოემბრიდან 2021 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით.
რიგგარეშე მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების, სამართლებლივი აქტების პროექტების სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში წარდგენის ვადად განისაზღვრა - 2021 წლის 08 დეკემბრიდან 2021 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით.
სტუდენტის რიგგარეშე მობილობით ჩარიცხვის შესახებ დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს ბრძანების გამოცემის ვადად - არაუგვიანეს 2021 წლის 20 დეკემბერი (იხ.ბრძანება).
რიგგარეშე მობილობასთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220, ან მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@emis.ge