საჯარო სკოლების მიერ დამატებულ ადგილებზე პირველკლასელთა რეგისტრაცია 3 ივნისს დაიწყება

02-06-2021
2021-2022 სასწავლო წლისათვის საჯარო სკოლების მიერ დამატებულ ადგილებზე პირველკლასელთა რეგისტრაცია 3 ივნისს 14:00 საათზე დაიწყება.

ელექტრონულ რეგისტრაციას უზრუნველყოფს ბავშვის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ გვერდზე http://registration.emis.ge/.

დამატებული თავისუფალი ადგილების ნახვა შესაძლებელი იქნება 3 ივნისის 10:00 საათიდან ვებ გვერდზე https://catalog.emis.ge/main.

2021-2022 სასწავლო წელს, პირველ კლასში რეგისტრაცია შესაძლებელია იმ ბავშვებისათვის, რომელთაც ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებისთვის შესრულებული აქვთ 6 წელი და მათი ასაკი არ აღემატება 10 წელს.

იხ. რეგისტრაციის ინსტრუქცია https://bit.ly/3y1Jc0P