2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა

25-12-2020
2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ფარგლებში, დაწესებულებების მიერ მობილობის წესით მისაღები სტუდენტების ადგილების რაოდენობის სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში წარმოდგენის ვადა განისაზღვრა - 2020 წლის 28 დეკემბრიდან - 2021 წლის 22 იანვრის ჩათვლით

მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა - 2021 წლის 28 იანვრიდან - 2021 წლის 8 თებერვლის 18:00 სთ-მდე

ხოლო მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვის ვადა განისაზღვრა - 2021 წლის 12 თებერვლიდან - 2021 წლის 19 თებერვლის ჩათვლით 

მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე (students.emis.ge)