ცხადდება რიგგარეშე მობილობა შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის/აბიტურიენტებისათვის

26-06-2020
ზემოაღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის რიგგარეშე მობილობა განხორციელდება გამარტივებული წესით (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N 10/ნ ბრძანების შესაბამისად).
მობილობის პროცესის ადმინისტრირებისათვის არ იქნება გამოყენებული ელექტრონული პორტალი. 

სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე  7 ივლისს გამოქვეყნდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ვაკანტური ადგილები. 

სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის თაობაზე და წარუდგინონ პირადი საქმის ასლები - 2020 წლის 7 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით. 

სტუდენტთა რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. 

რიგგარეშე მობილობასთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220, ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: info@emis.ge