Microsoft-თის პროგრამებში მომხარებელთა რეგისტრაცია ყოველდღიურად იზრდება

24-03-2020
17 მარტის მონაცემებით, აქტივობის მაჩვენებლის პორტალის ინფორმაციაზე დაყრდნობით,  მომხარებელთა აქტივობა, 1 676 % -ით გაზრდილია.

17 მარტს პროგრამა Teams-ში 15 ათასზე მეტი ახალი მომხმარებელი დარეგისტრირდა, გასულ კვირას,  აღნიშნული პროგრამით მხოლოდ 750 აქტიური იუზერი სარგებლობდა.  ამ დროის მონაცემებით, პროგრამით 19 000 ადამიანი სარგებლობს.

ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა ელ.ფოსტის მომხმარებელთა რაოდენობა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში  3 000 უნიკალური იუზერი დარეგისტრდა.

საგრძნობლად იმატა One drive-ის  მომხარებლის რაოდენობამაც.  ბოლო ერთ კვირის განმავლობაში   პროგრამაში 2 300 -მა იუზერმა რეგისტრაცია უკვე გაიარა.

დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საჯარო სკოლების ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს  Microsoft-ის 15-ზე მეტი პროდუქტის გამოყენების შესაძლებლობა შესთავაზა, რომლებიც მათ ონლაინ ინტერაქტიული გაკვეთილების წარმართვაში დაეხმარება.

სასწავლო პროცესს მორგებული პროგრამები, მათ შორის, Teams, ვიდეო გაკვეთილების, მათი ჩანაწერების, დავალებების მომზადების, თემების ჯგუფურად განხილვისა და სამუშაო ფაილების გაზიარების შესაძლებლობას იძლევა. 

პროგრამა ვირტუალური საკლასო ოთახების მოწყობასა და ციფრული დაფის გამოყენებასაც გულისხმობს, სადაც რამდენიმე ადამიანი ნახაზებისა და ნახატების ერთად აწყობას, აზრების გაცვლასა და დავალებებზე მუშაობას შესძლებს.

Teams,-ში ინტეგრირებულია OneNote Class Notebooks, სადაც მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის დავალებებისა და სასწავლო რესურსების ასატვირთად შექმნილია პირადი სამუშაო სივრცე. პროგრამა ასევე ეხმარება პედაგოგს სილაბუსის, ქვიზის, კითხვარების მომზადებასა და ონლაინ სასწავლო პროცესის წარმართვაში.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS)   Microsoft-თან უკვე 11 წელია თანამშრომლობს. კომპანიის მხარდაჭერით არაერთი პროექტი განხორციელდა და სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიები დაინერგა.