ყურადღება!

21-02-2020
გამოქვეყნდა  შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის  სტუდენტებისათვის/აბიტურიენტებისათვის გამოცხადებული რიგგარეშე მობილობის ვაკანტური ადგილების ჩამონათვალი
მობილობით სარგებლობისათვის სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას  და წარუდგინონ პირადი საქმის ასლები - 2020 წლის 24 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით. 


სტუდენტთა რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ მობრძანდეთ განათლების მართვის საინფორმაციო  სისტემაში 24 თებერვლიდან  28 თებერვლის  ჩათვლით, 9:00-18:00 საათამდე, (მის.: ქ. თბილისი, ფანჯიკიძის ქ. N1 ა) ან  დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220, ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე:  mobility@emis.ge