მთავარისიახლეებიnewsSlideსიახლეებიცხადდება რიგგარეშე მობილობა თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის/აბიტურიენტებისათვის
ცხადდება რიგგარეშე მობილობა თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის/აბიტურიენტებისათვის
ზემოაღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის რიგგარეშე მობილობა განხორციელდება გამარტივებული წესით.
მობილობის პროცესის ადმინისტრირებისათვის არ იქნება გამოყენებული ელექტრონული პორტალი.
21 თებერვალს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ვაკანტური ადგილები.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის თაობაზე სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ და წარუდგინონ პირადი საქმის ასლები - 2020 წლის 24 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით.
სტუდენტთა რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.
კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ მობრძანდეთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში 24 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, 9:00-18:00 საათამდე, (მის.: ქ. თბილისი, ფანჯიკიძის ქ. N1 ა) ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220, ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: mobility@emis.ge