მობილობის მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ !!!

10-01-2020
2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის  მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 22 იანვრიდან  2020 წლის 5 თებერვლის 18:00 საათამდე. 

მიმდინარე წლის 24 იანვარს და 3 თებერვალს, 15 საათზე სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ჩატარდება ღია კარის დღეები.

ღია კარის დღეებზე შესაძლებლობა გექნებათ შეხვდეთ სსიპ - განათლების მართვის სანფორმაციო სისტემის თანამშრომლებს და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია მობილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და თქვენთვის საინტერესო კითხვებზე.

მისამართი: ქ. თბილისი, ფანჯიკიძის N 1 ა (ყოფილი ბუდაპეშტი)