შეხვედრა მსოფლიო ბანკის წამომადგენლებთან

14-11-2019
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით იგეგმება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა გადამზადების ონლაინ კურსების შექმნა. ამასთან დაკავშირებით, 13 ნოემბერს გაიმართა შეხვედრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებსა (ნინო ქუთათელაძე, Dr. Johann (Hans) Schustereder)  და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმძღვანელს შორის. 

შეხვედრაზე განხილულ იქნა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ტექნიკური შესაძლებლობები მხარი დაუჭიროს ონლაინ პროფესიული გადამზადების პროგრამებს. ამის კარგი პრეცედენტი უკვე არსებობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა ონლაინ პროფესიული გადამზადების მიმართულებით, რისთვისაც სსიპ მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით წარმატებით შეიქმნა და ინერგება „Open Edx პლატფორმა“ (edx.emis.ge). სისტემის პროგრამულ და აპარატურულ უზრუნველყოფას ახდენს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

შეხვედრის დროს მსჯელობა წარიმართა, თუ რამდენად მოხერხებული და შესაძლებელი იქნება ზემოხსენებული პლატფორმის გამოყენება მოხდეს პროფესიული განათლების მიმართულებითაც.