პროფესიული პროგრამებისათვის ტესტირება 27 ოქტომბერს ჩატარდება

22-10-2019
პროფესიული ტესტირება 27 ოქტომბერს 09:00 საათიდან დაიწყება. პრეტესტი ჩატარდება 26 ოქტომბერს და მასში  მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

საგამოცდო ცენტრები 
პროფესიული ტესტირებისათვის საგამოცდო ბარათები გაიცემა სარეგისტრაციო ცენტრებში. ბარათის ამობეჭდვა ასევე შესაძლებელი ვებ-გვერდიდან  www.vet.emis.ge

საგამოცდო ბარათის აღება შეგიძლიათ 26 ოქტომბრის ჩათვლით. 

ბარათზე მითითებული იქნება: 
  • აპლიკანტის პირადი ინფორმაცია;
  • რეგისტრაციის დრო;
  • საგამოცდო ცენტრის მისამართი;
  • ინფორმაცია პრეტესტის შესახებ.
საგამოცდო ბარათის მისაღებად თან იქონიეთ:

სარეგისტრაციო ფურცელი;
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

პროფესიული ტესტირება კომპიუტერულად ტარდება. ტესტი  პროფესიული უნარებისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ნაწილისაგან შედგება. დაფინანსების მოპოვების მიზნით კონკურსანტმა ტესტირებაზე პროფესიული უნარებისა და საგნის ტესტის ჯამური მაქსიმალური ქულის 25 %-ზე მეტი უნდა დააგროვოს.


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პროფესიული განათლების სისტემისათვის მოამზადა ახალი საგამოცდო მოდელი, რომელიც კონკრეტული სახელობო პროფესიის დაუფლებისათვის მნიშვნელოვანი, მინიმალური (საბაზო) ცოდნისა და სპეციფიკური უნარების შეფასებას ითვალისწინებს.