სახელმწიფო ენა ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და ინტეგრაციისათვის

31-05-2019
31 მაისს, სასტუმრო „თბილის რუმსში“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ორგანიზებით, ერთობლივი კონფერენცია - „სახელმწიფო ენა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის საქართველოში“ გაიმართა.

კონფერენციის ფარგლებში, ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია ეროვნულ უმცირესობებში სახელმწიფო ენის პოპულარიზაციისთვის სასწავლო, საგანმანათლებლო და საინფორმაციო პროექტების განხორციელება.

კონფერენციაზე ხაზი გაესვა ენის სამართლებლივ სტატუსს და საკანომდებლო ინიციატივებს, განათლების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის,სახელმწიფო ენის მნიშვნელობას პროფესიულ განათლებაში, უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის დისტანციური სწავლების მნიშვნელობას.

კონფერენციას ესწრებოდა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის მოადგილე-მაია სიმონიძე.