პროფესიული პროგრამებისათვის ტესტირება 6 მაისს ჩატარდება
პროფესიული ტესტირება 6 მაისს 09:00 საათიდან დაიწყება.
პრეტესტი ჩატარდება 5 მაისს და მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.
პროფესიული ტესტირებისათვის საგამოცდო ბარათები გაიცემა სარეგისტრაციო ცენტრებში. ბარათის ამობეჭდვა ასევე შესაძლებელი ვებგვერდიდან www.vet.emis.ge
საგამოცდო ბარათის აღება შეგიძლიათ 5 მაისის ჩათვლით. უნიკალური კოდის დაკარგვის შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: (995 32) 2 200 220.
ბარათზე მითითებული იქნება:
- აპლიკანტის პირადი ინფორმაცია;
- რეგისტრაციის დრო;
- საგამოცო ცენტრის მისამართი;
- ინფორმაცია პრეტესტის შესახებ.
საგამოცდო ბარათის მისაღებად თან იქონიეთ:
- სარეგისტრაციო ფურცელი;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
პროფესიული ტესტირება კომპიუტერულად ტარდება. ტესტი პროფესიული უნარებისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ნაწილისაგან შედგება. დაფინანსების მოპოვების მიზნით კონკურსანტმა ტესტირებაზე პროფესიული უნარებისა და საგნის ტესტის ჯამური მაქსიმალური ქულის 25 %-ზე მეტი უნდა დააგროვოს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პროფესიული განათლების სისტემისათვის მოამზადა ახალი საგამოცდო მოდელი, რომელიც კონკრეტული სახელობო პროფესიის დაუფლებისათვის მნიშვნელოვანი, მინიმალური (საბაზო) ცოდნისა და სპეციფიკური უნარების შეფასებას ითვალისწინებს.