პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია

01-05-2018
პირველკლასელთა  საყოველთაო  ელექტონული  რეგისტრაცია 2018-2019  სასწავლო წლისათვის 8 მაისს - 09:00 საათზე დაიწყება.  

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის  საინფორმაციო  სისტემის  ვებგვერდზე  (registration.emis.ge) და დასრულდება 8 ივნისს 

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება  2018 წლის 11 ივნისიდან   30  ივნისის  ჩათვლით.